Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653987&print=yes&view=jobs
 
სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მძღოლი
მომწოდებელი: თეგეტა რენტალს
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა რენტალსი" აცხადებს ვაკანსიას სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მძღოლის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სატვირთოს/ბეტონ მრევის მართვა არსებულ გზებზე გათვალისწინებული მოძრაობის წესების, დროებითი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გათვალისწინებით;
** ყოველდღიური აღრიცხვის ფურცლების სრულყოფილად შევსება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** C კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1873

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია