დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სტრადა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
"სტრადა მოტორსის" ჯგუფი, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრენდებს - FIAT, JEEP, ALFA-ROMEO, DODGE, RAM -ს ექსკლუზიური დილერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: საქართველო/თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ.191
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათ-კვირა დასვენება)
სფერო: ავტომობილები/მარკეტინგი
მოვალეობები:
** ბრენდების განვითარებისა და გაძლიერებისათვის სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში ჩართულობა და განხორციელება
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ანალიზი
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და ანალიზი
** გაყიდვების დინამიკის ანალიზი, საბაზრო ტენდენციის შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და ანალიზი
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა.
** გაყიდვების და შესყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
** მარკეტინგული შესყიდვების ეფექტური განხორციელება
** ბროშურებისა და სხვა მარკეტინგული მასალების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება
** სოციალური ქსელისა და საიტის ადმინისტრირება
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება
** შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე თვიური/კვარტლური/წლიური რეპორტების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება, დროის სწორად განაწილება
** საავტომობილო ტერმინოლოგიის ათვისება და პროდუქტის შესახებ სხვადასხვა ცვლილებებისა და სიახლეების მუდმივი გაცნობა
** საავტომობილო სპეც. რეგულაციების და კანონების გაცნობა
** კომპანიის ყველა შიდა პროცედურისა და ინსტრუქციის დაცვა
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება
** კრეატიულობა
** ინიციატივიანობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელობა, დიპლომატიურობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
უნარ-ჩვევები:
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** წარმატებით ორგანიზების, პრიორიტეტების განსაზღვრის და მართვის უნარი
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი, სიტუაციაში სწრაფად გარკვევის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
უპირატესობა მიენიჭება:
აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მარკეტინგის სფეროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ელ.მისამართზე: vacancy@strada.ge
** CV
** დიპლომის ელ. ვერსია
** სერტიფიკატის ელ.ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
გაფრთხილება:
აპლიკანტები, რომლებიც გამოაგზავნიან შესაბამის დოკუმენტაციას ერთზე მეტჯერ იქნებიან დისკვალიფიცირებულნი
|
|
|
|