დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი იურიდიული გამოცდილებით
|
მომწოდებელი:
ჯორჯიასიბი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
კომპანია "ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე - იურიდიული გამოცდილებით.
ძირითადი მოვალეობები:
** დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და კორექტირება;
** ადმინისტრაციულ-იურიდიული პროცესების მხარდაჭერა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საქმიანი მიმოწერის და დოკუმენტაციის შედგენა, შესწორება, კორექტირება.
** დოკუმენტაციის მომზადება - ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა
** ოფიციალური მიმოწერის წარმართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია იურიდიული განხრით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office)
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5დღე 10:00-19:00
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი და აეროპორტი
** ხელფასი: 1000-1300ლ გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@georgiacb.com
|
|
|
|