Робота для біженців з України
საბაჟო ბროკერის დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო ბროკერის დეკლარანტი
მომწოდებელი: ქისკო ლოჯისტიკს
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "ქისკო ლოჯისტიკს" ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რომელიც ახორციელებს საბაჟო მომსახურებას, საერთაშორისო ლოჯისტიკას და საფოსტო მომსახურებას, როგორც ინდივიდუალური ამანათების, ასევე კომერციული ტვირთების მიმართულებით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბაჟო ბროკერის დეკლარანტის პოზიციაზე:

მენეჯერის ასისტირება ფუნქცია-მოვალეობებში:

** მიღებულ შეკვეთების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
** მიღებული შეკვეთის კონტროლი და მუდმივი სტატუს-რეპორტინგი;
** ტვირთების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის გამზადება;
** საბაჟოზე ტვირთის გაფორმების უზრუნველყოფა;
** დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
** შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება);
** საბაჟო სიახლეების გაცნობა;
** დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები);
** ASYCUDA დეკლარაციების ბეჭდვა

სავალდებულო მოთხოვნები:

** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** Microsoft Excel-ის ცოდნა
** ASYCUDA სისტემის ცოდნა
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა
** სასურველია რუსული ენის B2 დონეზე ფლობა

ადგილმდებარეობა: ორხევი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ოფისში - სრული
ანაზღაურება ხელზე: ფიქსირებული 2000 ლარი
განიხილება ასევე საბონუსე სისტემაც

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ საბაჟო ბროკერის დეკლარანტი და გამოგზავნოთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: 104@qisko.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე