Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ოპერაციების მენეჯერი

ძირითადი ფუნქციები:

** ტრანზაქციების დროული და ზუსტი განხორციელება SWIFT, RTGS და სხვა შესაბამის სისტემებში;
** გადარიცხვებთან დაკავშირებული ოპერაციების ავტორიზაცია, კონტროლი და შემოწმება ძირითად საბანკო სისტემაში;
** სახაზინო გარიგებების რეგისტრაცია, შესრულება, კონტროლი;
** Loro და Nostro ანგარიშების ბალანსების კონტროლი;
** საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** ინკასოებისა და ყადაღების შესახებ მიღებული კორესპონდენციის ტექნიკური შემოწმება;
** კლიენტის მონაცემების შემოწმება, კორექტირება და განახლება საბანკო სისტემაში;
** საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობა და პროცესების ოპტიმიზაციის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი ტექნიკური განათლება - ფინანსები/ბიზნეს ადმინისტრირება/ეკონომიკა, ან მონათესავე სფერო;

ცოდნა და გამოცდილება:

** საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება ოპერაციების, სერვისების, მხარდაჭერის ან/და პროდუქტების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** SWIFT, Alta, და RTGS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** ტექნიკური დავალების სწორად და გასაგებად ფორმულირების უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე