დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Unistep
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
კომპანია "უნისტეპ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
"უნისტეპ აკადემია" წარმოადგენს პროფესიული განათლების წამყვან ცენტრს საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე, სტუდენტების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი გუნდი შედგება მოტივირებული, ენერგიული და წარმატებისკენ მუდმივად სწრაფვის მქონე პროფესიონალებისგან.
ვიწვევთ ჩვენს გუნდში პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, სრული ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება;
** სტუდენტებისთვის სერტიფიკატების მომზადება;
** აქტიური კომუნიკაცია მენტორებთან და მათი მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში;
** ყოველდღიური საოფისე სამუშაოების ორგანიზება და მართვა.
** მოსწავლეთა ხელშეკრულებების მართვა
აუცილებელი უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და მომხმარებლის მიმართ ორიენტირებული მიდგომა;
** დახვეწილი მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის, ორგანიზებულობის და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად შესწავლისა და ადაპტაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ჯამში 40 საათი;
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: info@nextstepacademy.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|