დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ავტოტექნო
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: მოქნილი გრაფიკი (ორშაბათი-პარასკევი)
ფიქსირებული ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ წინსვლას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის თანადაფინანსებას;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** რეალიზაციების ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** მყიდველებთან შედარების გაკეთება, შესაბამისი აქტების შედგენა და შემდეგ პროგრამაში ასახვა;
** უიმედო და პრობლემური დებიტორული დავალიანებების მქონე მყიდველების გადაცემა იურიდიული სამსახურისთვის;
** კომპანიის სხვა შემოსავლების აღრიცხვის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** 1C-სთან მუშობის გამოცდილება;
** IFRS და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: https://forms.clickup.com/9018061792/f/8cr9cz0-71858/G487AFJKEJYMEVJNO0
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო:
ელ.ფოსტა: career@autotechno.ge
გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|