Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.

"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: მთავარი ბუღალტერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: მოქნილი გრაფიკი (ორშაბათი-პარასკევი)
ფიქსირებული ანაზღაურება: 3000-3500 (NET)

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის თანადაფინანსებას;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსურ აღრიცხვასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებლობა, შესაბამისი
სტანდარტების (მათ შორის IFRS) დაცვით;
** დებიტორული დავალიანებების მართვისა და ამოღების პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და ანალიზი;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, პროგნოზირება და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** საგადასახადო, შიდა და გარე აუდიტთან თანამშრომლობა, რისკების მინიმიზაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად;
** ბუღალტერთა გუნდის მუშაობის ორგანიზება, პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდის განვითარების ხელშეწყობა;
** საბუღალტრო გატარებების დროული და ზუსტი აღრიცხვა თვის განმავლობაში (ბანკები, ფაქტურები, ხელფასები და სხვა საბუღალტრო ოპერაციები)
** აქტიური მონაწილეობა Microsoft Dynamics ERP სისტემის დანერგვის პროცესში და ყოველდღიური მუშაობა სისტემაში
** საწარმოო პროცესების საბუღალტრო აღრიცხვა და ხარჯების სწორად განაწილება პროდუქციაზე;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** 1C-სთან მუშობის გამოცდილება;
** IFRS და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: https://forms.clickup.com/9018061792/f/8cr9cz0-71858/G487AFJKEJYMEVJNO0

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო:

ელ.ფოსტა: career@autotechno.ge

გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე