Робота для біженців з України
სატვირთო ავტომობილის მძღოლი - ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე ქვემო ქართლში.

გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ - 20:30-06:30
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი

ძირითადი მოვალეობები:

** აიყვანოს საწვავმზიდი აგს "შულავერიდან" (ქვემო ქართლი) მივიდეს აგგს "ყიზილაჯლოში";
** დაიტვირთოს და წამოვიდეს კვლავ აგს "შულავერში";
** თუ უფრო ადრე/გვიან გახდა საჭირო გაზის შევსევა შესაბამის დღეს შეასრულოს მოვალეობა. - ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** "C" კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "სატვირთო ავტომობილის მძღოლი".

გისურვებთ წარმატებას!

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე