Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო და სალარო ოპერაციები;
** ხარჯების აღრიცხვის და დოკუმენტების სისრულე;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და სიზუსტის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) შექმნა/პროგრამული გატარება/დაარქივება;
** RS.GE-ზე მუშაობა, დოკუმენტაციის დროული დამუშავება, გადამოწმება, აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
** საავტორო/ჰონორარების აღრიცხვა/გადარიცხვა;
** 10000 ლარამდე დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/ურთიერთჩათვლა/შედარების აქტების გაფორმება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა (10000 ლარს ზემოთ) საჭიროების შემთხვევაში;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა დედლაინების დაცვით;
** მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების, ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა აუცილებელია);
** სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30, კვირაში 2 დღე დისტანციურად.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 აგვისტო
.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე