დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ფოსტა
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას საგარეჯოს სერვისცენტრში გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
** მომხმარებლისთვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა" - https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2592
|
|
|
|