დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ლუკოილ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მუდმივად აფართოებს საქმიანობას როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციულ სექტორებში. საწვავის იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, კომპანია საქართველოში ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც უზრუნველყოფს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა.
ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას: არანავთობპროდუქტების ოპერაციების ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საცალო რეალიზაციის ოპერაციების შემოწმება და კონტროლი პირველადი დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით;
** ქეშ-ბექის თანხების გამოთვლა და შესაბამისი ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** არანავთობპროდუქტების შესყიდვა-რეალიზაციის პროცესის საბუღალტრო აღრიცხვა;
** მომწოდებლებთან თანამშრომლობა, შედარების აქტების მომზადება და დავალიანებების ვადების კონტროლი;
** მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება და შედეგების ასახვა საბუღალტრო სისტემაში;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივაციის პოლიტიკის დაცვა.
მოთხოვნები:
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** მაღალი პასუხისმგებლობის განცდა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და სისხარტე.
დამატებითი მოთხოვნები:
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსის" ცოდნა (სასურველია);
** MS Office-ის პროგრამების ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hrgeorgia@eu.lukoil.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: არანავთობპროდუქტების ოპერაციების ბუღალტერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 17 აგვისტო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|