დასახელება:
ფინანსური ასისტენტი
|
მომწოდებელი:
New Life Georgia
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
"ნიუ ლაიფ ჯორჯია", რომელიც წარმოადგენს ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელს - აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვებისა და ქვითრების კონტროლი
** სალაროს ბრუნვითი უწყისის მომზადება და მონიტორინგი
** საბუთების დახარისხება და დაარქივება
** ლოკალური და საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვები
** ყოველთვიური ბონუსების გაცემა
** თანამშრომელთა ჩარიცხვათა ფაილის მუდმივი მონიტორინგი და დახარისხება
** ბანკის ამონაწერის მომზადება დღის და თვის ჭრილში
** ყოველკვირეული რეპორტის წარდგენა ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
ბენეფიტები:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:30-მდე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (შეთანხმებით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusfertility.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|