დასახელება:
აღრიცხვის ოპერატორი - დროებითი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
სს "ჯორჯიან ქარდი" პროექტის ფარგლებში აცხადებს დროებით ვაკანსიას პერსონალიზაციის განყოფილებაში აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხარ სტუდენტი და ეძებ დამატებით სამსახურს ან სამუშაოს მოქნილი გრაფიკით - სწავლასთან შეთავსებისთვის, გაეცანი პირობებს და ფუნქცია-მოვალეობებს:
ძირითადი მოვალეობები:
** სპეციალური ფორმატის კონვერტების ბეჭდვა;
** ბანკის პლასტიკური ბარათების ჩალაგება კონვერტებში;
** პლასტიკური ბარათების დახარისხება სერვის ცენტრების მიხედვით;
** სამუშაოს შესრულება წინასწარ გაწერილი ინსტრუქციისა და აქტების მიხედვით.
აუცილებელი უნარები:
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კოლეგიალურობა;
** კომპიუტერული პროგრამები (Ms office).
სამუშაო განრიგი: საღამოს ცვლა, ყოველი მესამე საღამო 21:00-დან 09:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა: 3-6 თვე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 53
ღამის საათებში, საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია ტაქსის მომსახურება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge, გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "აღრიცხვის ოპერატორი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|