Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653826&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N7.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება,
** საოფისე პროგრამების ცოდნა,
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის სამედიცინო წარმომადგენლების საქმიანობის მონიტორინგი,
** წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის კლინიკის პროგრამასთან დადარება, გადამოწმება, დაზუსტება,
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა,
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი,
** მოლაპარაკების წარმოების უნარი,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;,
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 აგვისტო.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია