Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653825&print=yes&view=jobs
 
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1100 ლარი
სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა (კვირაში 40 სამუშაო საათი) 10:00-21:00

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** იმპორტის მიღება, მიმღებ ზონასთან კავშირი
** მძღოლებთან მუდმივი კომუნიკაცია
** შეკვეთების კონტროლი, მათი რეალიზაციაში გადატანა, ზედნადებების ატვირთვა
** დაბრუნებული პროდუქციის ასახვა პროგრამულად
** ტრანსპორტირების დაგეგმვა (ამობეჭდვა, დახარისხება რეგიონების მიხედვით)
** ვაიზერებთან კომუნიკაცია შეკვეთის სისწორის დასაზუსტებლად
** ნაშთების კონტროლი
** ზედნადებების მიღება, ატვირთვა, დასრულება
** მუდმივი კომუნიკაცია ბუღალტერიასთან, ქოლ-ცენტრთან, პრობლემურ მენეჯერთან, საინფორმაციოსთან და მოლარეებთან
დაზიანებული პროდუქციის აღრიცხვა პროგრამულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარე;
** დისციპლინირებული;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია