Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653820&print=yes&view=jobs
 
სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
მომწოდებელი: TCC
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (TCC) აცხადებს ღია კონკურსს სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე - 1 ვაკანტური ადგილი.

სამუშაო ადგილი: მარი ბროსეს N2;
ანაზღაურება: 1 500-2 250 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრში, დაგეგმილი და მიმდინარე სასერტიფიკატო პროგრამების ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა;
** ტრენერებთან აქტიური კომუნიკაცია სასერტიფიკატო პროგრამების განახლების უზრუნველყოფის მიზნით;
** დაგეგმილი სასერტიფიკატო კურსების შესახებ, ინფორმაციის დროული გავრცელება მიზნობრივი საინფორმაციო არხების გამოყენებით;
** სასერტიფიკატო პროგრამების მონაწილეთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა/ორგანიზება;
** სასერტიფიკატო პროგრამების მონაწილეთა და კურსდამთავრებულთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;
** დასაქმების ბაზრის მოთხოვნების სისტემატური ანალიზი და რელევანტური სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავების ინიცირება ცენტრის ხელმძღვანელთან;
** სასერტიფიკატო პროგრამების მიმდინარეობის პროცესში, ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზების სისტემატური მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების ოპერატიულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** პროექტების დაცვისა და სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება;
** გამოსაშვები ცერემონიალის ორგანიზებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
** მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** ინიციატივების ინიცირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორაციულ ქსელში ჩართულ სატელეფონო მომსახურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პოლისს.

კონკურსის ჩატარების ვადები:

** საბუთების მიღება: 2025 წლის 29 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით;
** კანდიდატებთან გასაუბრება: 13 - 15 აგვისტო.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები.

თუ დაინტერესებული ხართ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@gipa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია