დასახელება:
MEP ხარჯთაღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
Zerone
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
შპს "ზერონი" უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.
"ზერონის" წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.zerone.ge
შპს "ზერონი" აცხადებს ვაკანსიას ვაკანსია: MEP ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დამკვეთის მოთხოვნების, საპროექტო დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების და სხვა სატენდერო დოკუმენტების ანალიზი;
** საჭირო ინფორმაციის შეფასება ხარჯთაღრიცხვის მომზადებისთვის — ინფორმაციის სიზუსტის და სრულყოფილების გადამოწმება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება MEP სისტემებისთვის (გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, წყლის მომარაგება, კანალიზაცია, ელექტრობა და ა.შ.);
** შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებების განსაზღვრა პროექტის მიხედვით, ფასების ბაზის განახლება/კონტროლი.
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მონიტორინგი და მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია მექანიკური, ელექტრო ან სამშენებლო მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** MEP ნახაზების წაკითხვის უნარი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** საინჟინრო სისტემების ზოგადი ცოდნა, საკმარისი იმისთვის, რომ შეძლოს სწორი და დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვა;
** MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენა B2;
უნარ-ჩვევები:
** მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 29 აგვისტომდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონი`" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონის " ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|