დასახელება:
მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
იტონგ კავკასუსი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
"შპს იტონგ კავკასუსი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** მომხმარებელთა მომართვაზე დროული და შესაბამისი რეაგირება — კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში ან გადამისამართება შესაბამის სამსახურთან;
** სოციალური მედია პლატფორმების მონიტორინგი, მომხმარებელთან წერილობითი კომუნიკაცია და კომენტარებზე/შეტყობინებებზე დროული პასუხის გაცემა;
** შეკვეთების მიღება როგორც სატელეფონო ზარებით, ისე სოციალური მედიის არხებით, მათი რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურისთვის გადაგზავნა
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია).
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30-18:30, შაბათი 9:30-14:00.
** ანაზღაურება: ხელფასი შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: n.salaghaia@ytong.ge.
|
|
|
|