დასახელება:
ბელბოი
|
მომწოდებელი:
NoBo
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
"NOBO" - ახალი ბუტიკ სასტუმრო, რომელიც თბილისში, ისტორიულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის 27-ში მდებარეობს. 30 კომფორტული ნომერი, მაღალი სტანდარტები და დაუვიწყარი სერვისი - ეს არის ისტორიულ ძეგლში მდებარე ადგილი, სადაც ძველი თბილისი თანამედროვე კომფორტს ერწყმის. სასტუმრო NOBO გპირდებათ განუმეორებელ გამოცდილებას, როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის.
სასტუმრო NOBO ეძებს გუნდის წევრებს ბელბოის პოზიციაზე.
რას გპირდებით?
** ჯანსაღი, მეგობრული, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
** მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
** კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
** შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
** 24 საათიანი ცვლა, ყოველ მეოთხე დღეს;
** საწყისი ანაზღაურება 900-950 ლარი.
საჭირო უნარები/მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
** შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, მათი ბარგის სასტუმროში შეტანა და სასტუმროს ოთახამდე მიცილება;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც სტუმართან, ასევე თანამშრომლებთან;
** დეტალური ინფორმაციის ფლობა - მომსახურებების და მათი ტარიფების შესახებ;
** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება, სასტუმროს შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის და სასტუმროს წესების (აუცილებლად ჩვენს მიერ შემუშავებულის) მიწოდება სტუმრისთვის გასაგებად;
** სტუმრის სურვილის შემთხვევაში საღამოს საათებში მათი სასტუმროს ინვენტარით მომარაგება;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში დროული და სწორი რეაგირება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "სასტუმრო NOBO"_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hotelnobo.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|