Робота для біженців з України
მძღოლი - B, C, E კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი - B, C, E კატეგორია
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, სპეცტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლებისთვის თბილისში:

1. ფორდ-ტრანზიტი (B კატეგორია)
2. სატვირთო ავტომობილის მძღოლი (C კატეგორია)
3. ტრაილერის მძღოლი (E კატეგორია)

სამუშაო ადგილი: თბილისი, რ. აგლაძის #32
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული, ბონუსი

ბენეფიტები:

** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სახელფასო დანამატები

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 27 25 90 ან გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე