დასახელება:
IT პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მისტერ მასტერი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 16 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://mrmaster.ge
https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** კომპანიაში მიმდინარე IT პროექტების განვითარება და მართვა: ERP/CRM სისტემები; ვებ-აპლიკაციები; მობილურის აპლიკაციები;
** ბიზნეს ანალიტიკა: პროცესების დეტალური შესწავლა და გაანალიზება, უცხოური ანალოგების (BP) მოძიება და შესწავლა; პროცესებისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით საუკეთესო ბიზნეს მოდელის შექმნა კონკრეტული პროდუქტისათვის;
** ტექნიკური დავალების შექმნა: პროდუქტის შესაქმნელად სატესტო მოდელების შექმნა დიზაინერებისათვის; ყველა პროექტისათვის ტექნიკური დავალების გაწერა IT დეველოპერებისათვის;
** პროექტების დეველოპმენტი
** პროექტების დანერგვა: პროექტის გაშვებისთვის საჭირო თანმიმდევრული ქმედება, ინსტრუქციების გაწერა; პოტენციური რისკების აღმოჩენა, ანალიზი, მათი პრევენცია და მოგვარების სტრატეგიის შემუშავება; პროექტის ფარგლებში კომუნიკაციის ფორმების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება, ბიზნეს პროცესების უკეთ სამართავად; პროდუქტის დანერგვა;
** მონიტორინგი: პროდუქტის ტესტირება; მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, უკუკავშირების მოგროვება, ანალიზი და პროდუქტის შესაბამისი დახვეწის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
პიროვნული უნარ - ჩვევები:
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** დაგეგმარება და ორგანიზებულობა;
** რაოდენობრივად მოაზროვნე;
** დეტალებთან მუშაობის უნარი;
** ჯგუფურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 2500 ლარი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** პრემია - შესრულებული KPI-ის მიხედვით;
** დამატებითი ბენეფიტი - ფასდაკლება კომპანიაში არსებულ სერვისებზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "IT პროექტების მენეჯერი"
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|