Робота для біженців з України
შერჩევის სპეციალისტი - რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შერჩევის სპეციალისტი - რეკრუტერი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 16 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. 

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებ-გვერდს:

http://mrmaster.ge
https://www.facebook.com/mrmaster.ge/

ვაკანსია | შერჩევის სპეციალისტი - რეკრუტერი
ლოკაცია: თბილისი, უნივერსიტეტის # 24
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ₾ ფიქსირებული + ბონუსი (1000-2000 ₾)

თქვენი როლი იქნება:

** ოსტატების შერჩევის პროცესის მართვა კომპანიაში არსებული პროცედურის მიხედვით;
** შერჩევის გეგმის შედგენა: ეტაპების დაგეგმვა, შეფასების ინსტრუმენტებისა და მოძიების წყაროების განსაზღვრა
** შერჩევის პროცესის წარმართვა, შერჩეული კანდიდატისთვის სამუშაო შეთავაზების გაკეთება
** კანდიდატების მოზიდვა-დაინტერესების არეალის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ტიპის პროგრამისა და აქტივობის განხორციელება
** პოტენციურ კანდიდატთა ბაზის წარმოება
** კანდიდატთა გასაუბრებაზე დაბარება და პროცესის კოორდინაცია
** შერჩეული კანდიდატების აყვანის პროცესში მონაწილეობის მიღება

ჩვენ ველით კანდიდატს, რომელსაც:

** აქვს მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება რეკრუტინგის სფეროში, შედეგზე ორიენტირებული პროექტების მართვით
** შეუძლია დამოუკიდებლად და ორგანიზებულად მართოს პროცესები
** კომუნიკაბელურია, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@mrmaster.ge Subject Title-ში მიუთითეთ: "შერჩევის სპეციალისტი - რეკრუტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე