Робота для біженців з України
Facebook-ის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Facebook-ის ოპერატორი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"წერტი" აცხადებს ვაკანსიას Facebook-ის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 130 თანამშრომელს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული
ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
** ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით შემოსული შეკვეთების მომზადება და გაგზავნა.
** დელივერის პლატფორმაზე ახალი პროდუქციის დამატება და ასევე ფასების მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებლამდე დროული და უსაფრთხო მიწოდება;
** ლოგისტიკური პროცესების მართვა;
** პროცესების კოორდინირება და უზრუნველყოფა, რათა პროდუქციის მიწოდება მომხმარებლამდე მოხდეს დროულად/დათქმულ ვადებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და ლიდერული თვისებები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე