დასახელება:
მობილური ჯგუფის მუშა
|
მომწოდებელი:
Tesen Construction
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
მობილური ჯგუფის მუშა
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Construction", "Tesen Logistics", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
TESEN CONSTRUCTION აცხადებს ვაკანსიას მობილური ჯგუფის მუშის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - თბილისი
ანაზღაურება - 1500-1700
ძირითადი მოვალეობები:
** ლეგო ბლოკების და ბეტონის სხვადასხვა ანაკრები კონსტრუქციების წარმოება ქარხნულად დამზადებულ ყალიბებში შესაბამისის ტექნოლოგიური ციკლის გამოყენებით.
** ნაწარმოები პროდუქციის დროებით დასაწყობება სხვადასხვა მექანიზმების დახმარებით (ამწე, დამტვირთველი, თვითმცლელი და სხვა)
** ნაწარმოები პროდუქციის დატვიღტვა თვითმცლელებზე ამწეს დახმარებით.
** ყალიბების მოწესრიგება და მომზადება შემგომი ტექნოლოგიური ციკლისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება სამშენებლო, ბეტონმონტაჟის ან სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულებით (სასურველია);
** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება, პრეკასტების ან ბეტონის მონტაჟის მიმართულებით (ლეგო ბეტონის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება);
** ამწე მექანიზმებთან და დამხმარე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სამშენებლო მასალების, ბეტონის ელემენტების ტექნოლოგიური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა.
** ფიზიკური გამძლეობა და სამუშაოს შესრულების უნარი;
** ზუსტი ინსტრუქციების შესრულების უნარი და დისციპლინა;
** უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ბონუს
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** ბონუსს, შესრულებული სამუშაოს მიხედვით
** სწავლის დაფინანსებას
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeugroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|