Робота для біженців з України
საგზაო-სამონტაჟო ჯგუფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგზაო-სამონტაჟო ჯგუფის სპეციალისტი
მომწოდებელი: არ სი სოლუშენს
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შპს "არ სი სოლუშენს"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლითონის წარმოება/მონტაჟი და საგზაო უსაფრთხოების ნიშნების წარმოება/მონტაჟი.

შპს "არ სი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას საგზაო ნიშნების მონტაჟის სამსახურის საგზაო-სამონტაჟო ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: საგზაო ნიშნების მონტაჟის სამსახურის საგზაო-სამონტაჟო ჯგუფის სპეციალისტი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1, 200.00-1, 500.00 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საგზაო ნიშნების და აქსესუარების მონტაჟი/დემონტაჟი დამოუკიდებლად ან/და სამონტაჟო გუნდთან ერთად.
** სამონტაჟო მასალების და ინვენტარის მანქანაში დატვირთვა/ჩამოტვირთვა.
** სამონტაჟო ჯგუფის სხვა წევრებთან კომუნიკაცია და სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა.
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:

** კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება.
** უნარ-ჩვევები: დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. პერსონალის მართვის უნარი. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@rcsolutions.ge, საკონტაქტო ინფორმაცია: 599060807, ხოლო, სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე