Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653742&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, თამარ მეფის გამზ.11
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - სრული, ყოველი მეორე შაბათი: 10:00 - 14:00
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (გამოცდილების გათვალისწინებით)

სამუშაოს აღწერილობა:

** შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირება;
** მომხმარებლისთვის კომპეტენტური პასუხის გაცემა; საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დახმარების გაწევა;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნისამებრ;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარით;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებით;
** სწრაფსა და ორგანიზებულს;
** სასურველია ჰქონდეს ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 26 აგვისტო. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია