Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653741&print=yes&view=jobs
 
მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: 9:30- - 18:30 ან/და 10:00-19:00 ცვლიანობის გრაფიკით, კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა;
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს,

** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნით, გამოცდილებით ან/და შესაბამისი სერტიფიკატით;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
** საბანკო- საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** გუნდურს;
** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ცვლა (დღის ან ღამის ცვლა).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 26 აგვისტო.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია