Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653738&print=yes&view=jobs
 
მიღება-დასაწყობების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-დასაწყობების სპეციალისტი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანიის შესახებ

"ველის" მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.

ვინ ქმნის VELI.store-ს?

ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით

veli.store-ის საოპერაციო გუნდ ეძებს მიღება-დასაწყობების სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს საწყობში მისაღები ტვირთების უშუალო მიღება და ტვირთის შემადგენელი ნაწილების პროგრამულად ასახვა;
** უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი, ხარისხობრივი და თვისობრივი კონტროლი;
** ცდომილების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამის მენეჯერებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ადგილის ნომრების მიხედვით დასაწყობება;
** უზრუნველყოს მიღებული შეკვეთის მიხედვით შეკვეთის დოკუმენტის მიღება და შეკვეთის შემადგენელი ნაწილების შეგროვება;
** უზრუნველყოს ობიექტის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა და აღსრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ალეკო გობრონიძის N45.
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: recruitment@veli.store. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: " მიღება-დასაწყობების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია