Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის სპეციალისტი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება).

სამუშაო გრაფიკი: სრული (შესაძლებელია გრაფიკის არჩევა 09:00-18:00 ან 10:00-19:00 სთ)
ანაზღაურება: 1200 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე)
სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო სტაჟზე მიბმული ანაზღაურების სქემა
** საბონუსე სისტემა
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება საწყობში და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით
** პროდუქციის აგროვება შეკვეთის მიხედვით
** საწყობიდან პროდუქციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 29 აგვისტოსა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე