Робота для біженців з України
Apex-ის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Apex-ის ოპერატორი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.

"ატელიე აუთლეთის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას Apex-ის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N 4
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

მოვალეობები:

** ცენტრალურ საწყობსა და მაღაზიებში არსებული პროგრამული ნაშთების კონტროლი
** Apex-ში წითელი ნაშთების კონტროლი
** Apex-ში კოდის წარმოქმნა და რეგისტრაცია
** ფილიალებში ფასების კონტროლი
** RS-ზე საბუთის ატვირთვა
** ცენტრალური საწყობიდან განაწილებული პროდუქციის ფილიალებზე გადაწერა, პროგრამაში დარეგისტრირება და ფასის დადგენა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "საწყობის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე