დასახელება:
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კორპორაცია ქართული ღვინო
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
შპს "კორპორაცია ქართული ღვინო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
"კორპორაცია ქართული ღვინო" დაარსდა 1999 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ღვინის წარმოება და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდებს: http://www.cgw.ge/ | https://www.facebook.com/CGW.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ვალდებულებები:
** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
** სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება და უზრუნველყოფა (ექსპორტი და იმპორტი);
** ტვირთების დაზღვევა;
** ნაშთების რაოდენობისა და ფიზიკური და თვისობრივი მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და დანაკლისის, ზედმეტობის, დაზიანების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** იმპორტ/ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ტვირთების წინასწარი დეკლარირება, განბაჟება;
** მიწოდების პირობების შემოწმება;
** გაითვალისწინოს მიწოდებისას შეფუთვა, მარკირება და ეტიკეტირება;
** მაკომპლექტებლების მაკეტების შეთანხმება პარტნიორებთან და დამტკიცება;
** მყიდველის მოთხოვნის მიხედვით ყველა მაკომპლექტებლის შესყიდვა, შესაბამისი რეცეპტის შექმნა და ქარხნისთვის გადაცემა;
** შტრიხკოდების/ლოტის ნომრების აღება ეტიკეტის და ყუთისთვის;
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ახალი მომწოდებლების ძიება და შესაბამისი ბაზის შექმნა; ფასდაკლებებზე მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან;
** დოკუმენტების მართვა, დაარქივება საქაღალდეებში, ანგარიშგება, სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
** სასურველია მართვის მოწმობის ფლობა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: info@cgw.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 აგვისტო, 2025 წ.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|