Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653726&print=yes&view=jobs
 
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ჯეოინვესტ
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "GeoInvesti" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციის სამართლებრივი რევიზია;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა;
** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
სამუშაო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პრიორიტეტულია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** აკადემიური წერის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geoinvesti@yahoo.com, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია