Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653724&print=yes&view=jobs
 
ტენდერი სასტუმრო მომსახურების მიწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასტუმრო მომსახურების მიწოდებაზე
მომწოდებელი: ქეა კავკასია
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
ააიპ "ქეა კავკასია" პროექტის "ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სასტუმრო მომსახურების მიწოდებაზე.

სერვისის მიწოდების ადგილი: ბორჯომი-ბაკურიანი ჩატარების თარიღი: 2025 წლის 1-5 სექტემბერი.

მომსახურების დეტალური აღწერა:

** 55 ახალგაზრდის განთავსება 3-4 ადგილიან ნომრებში, 4 ღამით სამჯერადი კვებით;
** 7 ერთადგილიანი ნომერი 4 ღამით სამჯერადი კვებით;
** 1 ერთადგილიანი ნომერი 3 ღამით (2-5 სექტემბერი) სამჯერადი კვებით;
** საკონფერენციო სივრცე 4 დღით;

პროექტი "ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს, სწავლობენ ადგილობრივ საჭიროებებს და ცდილობენ მოახდინონ რეალური, გრძელვადიანი ცვლილებები თემში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტი გათავისუფლებულია დღგ-სგან და შემოთავაზება გამოაგზავნოთ პრე-ინვოისის სახით, შემდეგ მისამართზე: sopo.maghaldadze@care.org.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05.08.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია