Робота для біженців з України
ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი: თბილისი
დაქვემდებარება:კოორდინატორი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ, შაბათი 10:00 სთ - 15:00 სთ
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორაციული ნომერი
** FitPass

ფუნქცია-მოვალეობები:

** რადიო, ოპტიკური ინტერნეტისა და IPTV სერვისის ინსტალაცია;
** ინტერნეტ და IPTV პროდუქტების ინსტალაციისას და/ან ტექნიკური პრობლემების აღმოჩენისას პრობლემის მიზეზის ანალიზი და აღმოფხვრა, კომპეტენციის ფარგლებში;
** კოორდინატორისგან მიღებული დავალების საფუძველზე, მომხმარებელთან ვიზიტის დროის შეთანხმება და სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
** პროგრამულ ბაზაში დავალების კორექტირება, შესრულების სტატუსის მართვა;
** სახარჯი მასალების აბსოლუტური სიზუსტით ჩამოწერა და მომხმარებელზე გადაწერა პროგრამულად;
** ინვენტარისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;
** კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი თანამშრომლის საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობა და დატრენინგება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და პროფესიულად შესრულება;
** კომპანიაში არსებული წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა/შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ექსელის საბაზისო ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

** რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** დროის სწორად მართვის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ინსტალატორი - თბილისი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე