დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Metatechnika
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიისთვის - "მეტატექნიკა"
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 11:00-20:00
მდებარეობა: თბილისი, წერეთლის 74;
ანაზღაურება: 1000 ₾
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** შეტყობინებებზე პასუხი (Instagram, Facebook, TikTok);
** ვიდეოების გადაღება, ხმის დამატება, მონტაჟი (CapCut) და TikTok-ზე განთავსება;
** ტექნიკის ფოტოების გადაღება და პროდუქტის აღწერის მომზადება Instagram-სა და Facebook-ზე.
გიზიარებთ ჩვენი მაღაზიის ტიკტოკ გვერდს, რომ უკეთ აღიქვათ როგორი სახის ვიდეოების გადაღება იქნება საჭირო: https://www.tiktok.com/@metatechnic7?_t=ZS-8unBCUBV1da&_r=1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკის ძირითადი მახასიათებლების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალური ქსელების აქტიური გამოყენების უნარი;
** ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის საბაზისო ცოდნა (CapCut);
** ტექნიკის სფეროში ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო.
თუ თქვენ მზად ხართ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: metatechnic100@gmail.com ან დაგვირეკეთ 597791122
|
|
|
|