დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
SE Georgia
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
შპს "ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, რომელიც მოიცავს დისტანციურად მუშაობას არასრული სამუშაო (part-time) განაკვეთით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში (წელიწადში საშუალოდ 200-250 საბანკო ოპერაცია);
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** სტუდენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების კონტროლი, დავალიანებების აღრიცხვა;
** ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვების წარმოება საქართველოსა და უცხოეთში (უცხოელი ტრენერების შემთხვევაში, არარეზიდენტის ხელფასის გადარიცხვა) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** გაწეული მომსახურებების შესაბამისად, მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
** ბუღალტრული გატარებების პერიოდული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** ინსტიტუტის დირექტორებთან პერიოდული ანგარიშგება - კვარტალური და წლიური შიდა ფინანსური რეპორტების წარმოება (ფინანსური ანგარიშგებების მომზადება: სტუდენტების ჩარიცხვები და დავალიანებები, მოგება-ზარალი, მომავალი სასწავლო წლის პროგნოზირება/ბიუჯეტი);
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება/ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (განათლების სფეროში მუშაობის ** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამების (Excel-ის განსაკუთრებით კარგად) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ("ორისი").
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა;
** შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარი;
** ოპერატიულობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: დისტანციური, კომფორტული და მოქნილი სამუშაო პირობები
** სამუშაო განაკვეთი: არასრული სამუშაო განაკვეთი (წლის განმავლობაში მაქსიმუმ 250 საბანკო გატარება).
** ანაზღაურება: ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად გამოცდილებისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით (გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ზრდის პერსპექტივით)
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი); გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ინსტიტუტი გააგრძელებს თანამშრომლობას ბუღალტერთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმატებით გაართმევს თავს სამუშაოს შესრულებას.
კანდიდატების შერჩევის პროცესის ეტაპები:
1. ონლაინ გასაუბრება
2. საცდელი სამუშაოს შესრულება (სომატური გამოცდილების საწყისი საფეხურის ტრენინგების ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, ფინანსური ანალიზის საცდელი წარმოება)
რა დოკუმენტების გადმოგზავნა დაგჭირდებათ?
** სააპლიკაციო ფორმის შევსება ონლაინ (სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://forms.gle/48kthvyHyry3pDkA7
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი
** ბუღალტერიის ცოდნის დამადასტურებლი სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
** განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** თქვენი CV (ფოტოსურათით)
** მინიმუმ ორი რეფერენსი/სარეკომენდაციო წერილი დამსაქმებლისგან
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ინსტიტუტის ელფოსტაზე: seingeorgia@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი").
კანდიდატების შერჩევა ჩატარდება ონლაინ. კანდიდატები შერჩევის პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პირად ფოსტაზე. გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაში სწორად მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
გისურვებთ წარმატებას!
შეცვალე შენი და სხვების ცხოვრება სომატური გამოცდილებით!
|
|
|
|