დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეკა დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
შპს "დეკა დეველოპმენტ" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: გაყიდვების დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (40 საათი)
თანამდებობის ზოგადი მიზანი და მნიშვნელობა: კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა.
უფლებები
** მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
** მოითხოვოს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
** მოითხოვოს შრომითი საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების ("შრომითი პირობების") შექმნა;
** ხელმძღვანელს წარუდგინოს რაციონალური წინადადება, რომელიც თანამდებობის მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
** პრობლემური და/ან საკონფლიქტო საკითხების გადასაწყვეტად მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს და/ან HR-ს.
მოვალეობები:
** მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ელფოსტით, ტელეფონით, ჩატით ან სხვა არხებით;
** მხარდაჭერის გუნდის კოორდინაცია, მონიტორინგი და პროფესიული განვითარება;
** მომსახურების პოლიტიკისა და პროცესების გაუმჯობესება მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე;
** მომხმარებელთა პრობლემების ან პრეტენზიების ეფექტური და დროული მოგვარება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა და მათზე საჭირო ინფორმაციის რეგულარული განახლება;
** პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის მომხმარებელთა მხარდაჭერის მეტრიკებზე;
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, ტექნიკური გუნდი, გაყიდვები და სხვ.).
კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კომუნიკაციებში ან შესაბამის სფეროში;
** მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულად და სასურველია ინგლისურად;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის და კონფლიქტების მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM სისტემები, Zendesk, Salesforce ან მსგავსი პლატფორმები);
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
თანაბარი შესაძლებლობები და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა:
** თანამშრომელი ვალდებულია აცნობიერებდეს და ესმოდეს თანაბარი შესაძლებლობების პრინციპების, ასევე ყურადღებით მოეპყროს სხვა ადამიანების ქცევას, ფიზიკურ, სოციალურ და კეთილდღეობის საჭიროებებს;
** თანამშრომელი ვალდებულია სრულად აცნობიერებდეს და ესმოდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და იცავდეს აღნიშნულ წესებს.
სამუშაო პირობები: სწრაფად მზარდი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ფიზიკური კომფორტით. თანამდებობა ითვალისწინებს კომპანიის კორპორატიულ სტანდარტებთან და პროცედურებთან შესაბამისობას და მათ მკაცრ დაცვას.
საკონტაქტო ელფოსტა: hr@gtcgroup.ge
|
|
|
|