Робота для біженців з України
ტექნიკური დირექტორის მოადგილე - ATM და POS მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დირექტორის მოადგილე - ATM და POS მიმართულებით
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკური დირექტორის მოადგილე - ATM და POS მიმართულებით

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ტექნიკური დეპარტამენტების მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ტექნიკური დირექტორის მხარდაჭერით;
** ძლიერი ტექნიკური გუნდის დაკომპლექტება პროფესიონალი თანამშრომლებით, მათი დატრენინგება, ტექნიკური პროცესების გაზიარება.
** პროექტების მართვა: POS/ATM სისტემები, ვენდორებთან კომუნიკაცია;
** SLA-ებთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტებისთვის სამუშაო გეგმების და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
** სერვის პროცესების გაუმჯობესება და ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლი;
** ტექნიკური პრობლემების ესკალაცია, პროცესების ავტომატიზაცია და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** აუდიტის და კონტრაქტების პროცესში ჩართულობა, შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** ტექნიკური დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში - ფუნქციების დროებითი გადაბარება

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

** განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონე;
** ძლიერი მენეჯერული თვისებები;
** გუნდის მართვის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
** სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
** ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/wtxufLme
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე