Робота для біженців з України
პროდუქტების მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების მკვლევარი
მომწოდებელი: ონლაინ მაღაზია ebg.ge
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
ინტ.მაღაზია "ebg.ge" წარმოადგენს ერთ ერთ მსხვილ ონლაინ ჰიპერმარკეტს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს 1, 000 000 მეტი პროდუქციის რეალიზების

ვაკანსია ცხადდება: Product Researcher (პროდუქტების მკვლევარი)
სამუშაო ადგილი: დისტანციური

სფერო: ონლაინ სავაჭრო პლატფორმა / eBay პროდუქტების იმპორტი

პირობები:

** ფიქსირებული + ბონუსი (გაყიდული პროდუქციიდან)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო ფორმა: დისტანციური (Remote)

მოვალეობები:

** სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე (eBay, Amazon და სხვა) პროდუქციის მოძიება
** ბაზარზე მოთხოვნადი, გამორჩეული ან ტენდენციური ნივთების იდენტიფიცირება
** პროდუქტების შერჩევა ქართულ ბაზარზე მორგების მიხედვით
** თითოეული პროდუქტის მოკლე აღწერის, სურათისა და ფასის მომზადება
** Facebook გვერდზე პოსტების გაშვება (ტექსტი + ვიზუალი) წინასწარ შერჩეული პროდუქტებისთვის
** კონკურენტების მონიტორინგი და სიახლეების ანალიზი

მოთხოვნა:

** გამოცდილება ან მაღალი დაინტერესება ონლაინ შოპინგის/სოც.მედიის სფეროში
** სისწრაფე და ანალიტიკური აზროვნება პროდუქტის შერჩევის პროცესში
** საბაზისო ინგლისურის ცოდნა პროდუქტის აღწერების წასაკითხად
** კრეატიულობა პოსტების დასაწერად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში
** აუცილებელი არაა დიზაინის ცოდნა, მაგრამ პლუსად ჩაითვლება Canva-ს ან მსგავსი პლატფორმის გამოყენების უნარი

რას გთავაზობთ:

** სტაბილური ფიქსირებული ანაზღაურება
** ბონუსი გაყიდვებზე (შეფასების სისტემით)
** სრული დისტანციური სამუშაო
** საინტერესო და მზარდი ციფრული გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ninojamburia87@gmail.com

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Product Researcher
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე