Робота для біженців з України
ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: 50 % განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ, აბაშიძის 33

სამუშაო მიზანი:

ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში ბავშვებისა და ახალგაზრდების სასწავლო და რეკრეაციული ღონისძიებების უსაფრთხო განხორციელებაზე როგორც შენობაში, ასევე ცენტრის მთელ ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს დღის ცენტრის კოორდინატორს, პედაგოგებს და სხვა თანამშრომლებს ბავშვებისა (6 წლის ასაკიდან) და ახალგაზრდების (18 წლის ასაკის ჩათვლით) ყოველდღიურ მიღებაში, სასწავლო და რეკრეაციული პროცესების უსაფრთხო განხორციელებაში;
** მოვალეა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვებისა და ახალგაზრდების სათანადო ქცევას როგორც ახალგაზრდული დღის ცენტრის შენობის შიგნით, ასევე მთელ ტერიტორიაზე - ეზოსა და სპორტულ მოედანზე;
** მოვალეა დღის ცენტრის სასადილოში ბავშვების და ახალგაზრდების კვების დროს გაუწიოს ჩვეულებრივი ზედამხედველობა და საჭირო დახმარება;
** ახალგაზრდული დღის ცენტრის ასისტენტს აქვს მუდმივი ურთიერთობა პედაგოგებთან, ვისაც დაგეგმილი აქვს რაიმე ღონისძიება და საჭიროებენ ორგანიზაციულ დახმარებას;
** იზრუნოს ახალგაზრდული ცენტრის შენობის საერთო მოვლასა და ავეჯის და ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
** მოვალეა ახალგაზრდული დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან დაკავშირებით;
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ანალიტიკური უნარები;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სასურველია: რუსული ენის ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება, გამოცდილება, უნარები

აუცილებელია:

** სოციალური მუშაკის სერტიფიკატი ან ბაკალავრის დიპლომი სოციალური მუშაობაში (დიპლომის ან სერტიფიკატის არმქონე კანდიდატები არ განიხილება)
** სოციალურად დაუცველ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ
** გუნდში მუშაობის გამოცდილება
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

სასურველია:

** ინგლისური ენის ცოდნა
** ხანდაზმულებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
** კეთილგანწყობა, თბილი მიპყრობა ნებისმიერ ბენეფიციართან

განაცხადში, ალბათ ჩაიწერება, რომ სასურველია, რომ ვაკანსიაზე დაინტერესებულ პიროვნებას ჰქონდეს ბავშვებთან / ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამოცდილება (მაგ. პედაგოგიური განათლება ან, სპორტის მხრივ, მწვრთნელის გამოცდილება);

ჰონორარი/ხელფასი:

საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან..

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 24/07/2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27/07/2025

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 28/07/2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15/08/2025

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე