დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Tesen Group
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group", "Rental and logistics company" და " Just Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
"Jeu Holding" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი - 1500-2000 ლარი
** სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვაში ჩართულობა.
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება.
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ჩამოწერის აქტების) აღრიცხვა და კონტროლი.
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა და სიზუსტის კონტროლი.
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|