Робота для біженців з України
გადაზიდვების მენეჯერი/ანგარიშთა მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაზიდვების მენეჯერი/ანგარიშთა მმართველი
მომწოდებელი: რეილ ლინკ ლოჯისტიქსი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
საექსპედიტორო კომპანია "რეილ ლინკ ლოჯისტიქსი" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვების მენეჯერის / ანგარიშთა მმართველის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

სამუშაო მოიცავს კომპანიისათვის და კომპანიის კლიენტებისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაწევას, მათ შორის:

** თითოეული ტვირთის სრული ლოგისტიკური პროცესის მართვა და შესრულების მონიტორინგი;
** ტრანსპორტირების სქემის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებისთვის;
** ტვირთის სტატუსის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
** კლიენტებისათვის ტვირთის სტატუსის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან და გადამზიდავ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ბაზარზე საუკეთესო ლოგისტიკური პირობებისა და კონკურენტული ფასების მოძიება და უზრუნველყოფა;
** გადაზიდვის ნებისმიერ ეტაპზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება;
** შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა და კომპანიის მიერ შემუშავებულ ფორმებში (ექსელის ფაილებში) შეყვანა.

კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

კანდიდატის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის მართვის სფეროში;
** საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა.

ანაზღაურება: მინიმუმ 2, 000 ლარი. ამასთანავე, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დასაქმებულს შეიძლება მიეცეს წლიური ბონუსი, კომპანიის საბონუსე პოლიტიკის შესაბამისად.

CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ info@magnumgoup.ge-ზე.

ზემოაღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსის" (ს/კ: 405453815) მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსის" მიერ დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.

სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსი" კანდიდატის შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს კანდიტატის/დასაქმებულის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე