Робота для біженців з України
კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aacc.ge/

AACC პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარისთვის" ეძებს კონტროლის დეპარტამენტში კონტროლის სპეციალისტს! პოზიცია გულისხმობს ყოველდღიურ გადაადგილებას სხვადასხვა ლოკაციაზე და ოპერატიული კონტროლის განხორციელებას ადგილზე.

კომპანია "ჯეოსტარი" არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც არის შემდეგი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Parex, Dalan, Orei და ა.შ

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების, მარაგების, და ლოჯისტიკური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** სავაჭრო წერტილებში დისციპლინის, ვიზიტების, ინვენტარიზაციის და ანგარიშგების შემოწმება;
** საველე ვიზიტების განხორციელება და კონტროლის შემოწმების აქტების შედგენა;
** ანგარიშგებების ანალიზი და გადაცდომების იდენტიფიცირება;
** სტანდარტების შესრულების მონიტორინგი სავაჭრო გუნდთან და საწყობთან ერთად;
** გადაცდომების შემთხვევაში რეკომენდაციების მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი - აუცილებელი;
** მისამართებზე დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამოცდილება სადისტრიბუციო სექტორში ჩაითვლება უპირატესობად;

რას გთავაზობთ:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00, 40 სთ-იანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: 1200 ლარი;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტროლის სპეციალისტი".

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე