"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინოფორმაცია იხილეთ: http://www.aacc.ge/
AACC პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარისთვის" ეძებს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს!
კომპანია "ჯეოსტარი" არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც არის შემდეგი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Parex, Dalan, Orei და ა.შ
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შიდა კონტროლის სისტემის ორგანიზება და მართვა სადისტრიბუციო პროცესების სრული ჯაჭვის მასშტაბით;
** დებოტორული დავალიანების მონიტორინგი, შედარებების უზრუნველყოფა და დავალიანების დაფარვის კონტროლი;
** საწყობიდან გატანის, ტრანსპორტირების, დაბრუნებების და ჩაბარების პროცესების კონტროლი;
** ფინანსური და საწყობის დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება;
** გაყიდვების, მარაგების და დაბრუნებების შესახებ მონაცემების ანალიზი და რისკების გამოვლენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის, ლოჯისტიკის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა კონტროლის ან ინვენტარიზაციის მიმართულებით- სასურველია სადისტრიბუციო/საწარმოო სფეროში;
** საქონლის მოძრაობის დოკუმენტაციის ცოდნა (დასაწყობება, გადაზიდვა, დაბრუნება, ჩამოწერა და სხვ.);
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
რას გთავაზობთ:
** მდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00, 40 სთ-იანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარი;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი".
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|