დასახელება:
ტენდერი კვლევის მომსახურების შესყიდვის შესახებ
|
მომწოდებელი:
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს ტენდერს კვლევის მომსახურების შესყიდვის შესახებ.
კვლევა: ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში - კვლევა აღმოსავლეთ ევროპის კერძო სექტორში
ჩვენ შესახებ:
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 25 000 ათასამდე კომპანია, ხოლო საქართველოს ქსელს 150-ზე მეტი წევრი ჰყავს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გათვალისწინებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, პროექტის "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ.
კვლევის მიზანი:
კვლევის მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი კერძო სექტორის მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესწავლა (არსებული მდგომარეობის ანალიზი), ასევე როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა. კერძოდ, სექტორული თავისებურებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტული მდგრადი განვითარების მიზნების იდენტიფიცირება, რომლის შესრულების დაჩქარებაზე ყველაზე მეტი გავლენა აქვს/შესაძლოა ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს და ამ კუთხით კერძო სექტორში არსებული გამოწვევების შეფასება, მდგრადი განვითარების მიზნებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის კუთხით.
კვლევის მეთოდოლოგია:
** კვლევა უნდა ემყარებოდეს თვისებრივ მეთოდოლოგიას. კვლევის ფარგლებში, უნდა მოხდეს მონაცემთა შეგროვება და ანალიზი.
** კვლევა უნდა მოიცავდეს დაახლოებით 200 კომპანიას აღმოსავლეთ ევროპიდან, საიდანაც დაახლოებით 100 კომპანია იქნება საქართველოში რეგისტრირებული, დამატებით სხვა კომპანიები კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და კომპანიების იდენტიფიცირება მოხდება დამკვეთთან ერთად, ამ ქვეყნებში არსებული გაეროს გლობალური შეთანხმების ქვეყნების ქსელების დახმარებით.
თვისებრივი კვლევა უნდა მოიცავდეს:
** სექტორულ ჭრილში, აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი კერძო სექტორის მოკვლევა - რომელი სექტორები იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რა კუთხით;
** აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედ კერძო სექტორში მდგრადი განვითარების მიზნების საქმიანობასა და სტრატეგიებში ინტეგრირების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით არსებული ვითარების ანალიზი;
** მდგრადი განვითარების მიმართულებით, კერძო სექტორისთვის პრიორიტეტული მიზნების იდენტიფიცირებას, რომლის მიღწევისთვისაც ყველაზე მეტად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს;
** სექტორული თავისებურებების შესაბამისად, კერძო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით არსებული გამოწვევების შესწავლას, იდენტიფიცირებასა და შეფასებას;
** რეკომენდაციების შემუშავებას აღმოსავლეთ ევროპაში კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანად გამოყენებისთვის, საერთაშორისო გამოცდილების აღწერას (შესაძლოა გამოყენებული იყოს ე.წ case studies).
ტექნიკური დავალება:
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი აქტივობების შესრულება და წარმოადგინოს მოცემული მომსახურების ვადები და ხარჯთაღრიცხვა:
მომსახურების დასახელება #1: საჭიროებათა ანალიზი და შეფასებითი ანგარიშის მომზადება.
მომსახურების აღწერილობა:
** კითხვარის შემუშავება;
** სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
** სამაგიდე კვლევა;
** სატელეფონო ინტერვიუები, პირისპირ შეხვედრები, ან/და ფოკუს ჯგუფები;
** კვლევა უნდა მოიცავდეს რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს;
** კვლევა უნდა იყოს წარმომადგენლობითი, განხორციელდეს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.
მომსახურების დასახელება #2: მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.
მომსახურების აღწერილობა:
** კვლევა უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** კვლევის პირველადი და საბოლოო ვერსია, ასევე დიზაინის ნაწილი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან;
** შემსრულებელმა დამკვეთს უნდა მიაწოდოს საბოლოო ანგარიშის დარედაქტირებული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე (დიზაინში აწყობილი საბეჭდი ფაილი);
მომსახურების დასრულების შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტები:
** საინფორმაციო კითხვარი;
** კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია და შეგროვებული დაუმუშავებელი მასალა;
** კვლევის საბოლოო ვერსიები ქართულ და ინგლისურ ენებზე (დარედაქტირებული).
** დიზაინში აწყობილი საბეჭდი ფაილი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** პროექტის ვადის დასრულებამდე ან მის შემდეგ შესაძლებელია საჭირო გახდეს კონტრაქტორის მონაწილეობა კვლევის საჯარო წარდგენის ღონისძიებაში.
** კვლევის ვადები
** მომსახურების შესრულების საბოლოო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2025 წლის ნოემბრის პერიოდს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კანდიდატ კომპანიას უნდა გააჩნდეს კვლევითი საქმიანობისა და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების უწყვეტი გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;
** კანდიდატ კომპანიას უნდა გააჩნდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქმიანობის გამოცდილება;
** სასურველია, კანდიდატ კომპანიას გააჩნდეს ცოდნა და გამოცდილება მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული მდგრადობის საკითხების მიმართულებით;
** სასურველია, კანდიდატ კომპანიას გააჩნდეს ბიზნეს სექტორთან კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
ტენდერში მონაწილეობის მიღების პირობები:
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ კომერციულ ან არაკომერციულ იურიდიულ პირებს, რომლებმაც მოცემულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ტექნიკური წინადადება:
** ინფორმაცია კომპანიის შესაბამისი გამოცდილების შესახებ;
** პროექტში ჩართული თანამშრომლების ავტობიოგრაფიები;
** შეთავაზება, სადაც აღწერილი იქნება კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია და ვადები;
ფინანსური წინადადება: პროექტის ხარჯთაღრიცხვა (დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში).
დაინტერესებულმა კომპანიებმა შეთავაზებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 22 აგვისტოსა, შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge; სათაურის ველში მიუთითეთ: ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში - კვლევა აღმოსავლეთ ევროპის კერძო სექტორში.
|
|
|
|