Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653584&print=yes&view=jobs
 
საღამოს ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საღამოს ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Terminal
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/

შემოუერთდი ჩვენს გუნდს საღამოს ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ენთუზიაზმით დახვდეს სტუმრებს და მონაწილეობა მიიღოს სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის ქ. N37მ, აქსის თაუერსი
სამუშაო საათები: 16:00-21:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების მიღება;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურად;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (საღამოს ცვლის ადმინისტრატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია