დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
მაღაზია სპარი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
მარკეტი "სპარი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1250 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე - 9 საათი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacanciesgnt@gmail.com. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ადმინისტრატორი" ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 074 177 ირმა
მარკეტი "სპარი" მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|