დასახელება:
მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
Premix
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო ვაჭრობით.
შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. გაფრინდაშვილის #15
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: გამომუშავებით (2000 +)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილის დიაგნოსტირება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
** სარემონტო სამუშაოების შესრულება ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
** სარემონტო ღირებულების და შეკეთების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მენეჯერისთვის;
** რეკომენდაციების მიწოდება შემდგომი ტექნიკური მომსახურებისთვის.
** საკუთარი სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
** ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორად გამოყენება და შენახვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** ავტომობილის მექანიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე:https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160
|
|
|
|