Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=653517&print=yes&view=jobs
 
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო ვაჭრობით.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. გაფრინდაშვილის #15
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: გამომუშავებით (2000 +)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული სისტემების (განათება, სენსორები, კომპიუტერული ბლოკები და სხვ.) დიაგნოსტიკა შესაბამისი ხელსაწყოებით;
** პრობლემების იდენტიფიცირება მომხმარებლის მიერ მოწოდებული აღწერილობების საფუძველზე;
** ელექტრონული ხარვეზების დადგენა და აღდგენის გზების განსაზღვრა.
** დაზიანებული სადენების, ფარების, სიგნალიზაციის, აკუმულატორის სისტემების შეკეთება ან ჩანაცვლება;
** სარემონტო ღირებულების და შეკეთების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მენეჯერისთვის;
** რეკომენდაციების მიწოდება შემდგომი ტექნიკური მომსახურებისთვის.
** საკუთარი სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
** ელექტრო ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორად გამოყენება და შენახვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** ავტომობილის ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე:https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია